მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია და სიცოცხლის შენარჩუნების ღონისძიებების საჭიროებამ სისტემური ფორმა მიიღო - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სოფო ჯაფარიძე.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტებში არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერია და მან სახალხო დამცველს და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, რაც შეიძლება დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინონ ამასთან დაკავშირებით.