ხულოში სახალხო ღონისძიება შუამთობა 2023-ი მთა ჩუდურაულიდან დაიწყო. აქ ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი რამდენიმე სოფლის იაილებია განთავსებული. ტრადიციულად წელსაც მოეწყო მცირე კულტურული ღონისძიება, სპორტული აქტივობები და შუამთობის მთავარი რიტუალი დოღი, სადაც ადგილობრივი, ასევე ადიგენისა და ოზურგეთის ცხენოსნები მონაწილეობდნენ. შუამთობის ღონისძიება გრანდიოზულად აღინიშნება კურორტ ბეშუმში აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას, პარალელურად კი ღონისძიებები ეწყობა სხვა იალაღებზეც.