დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა პროფესიული დღე აღნიშნეს. შეაჯამეს საქმიანობის შედეგებიც.
ღონისძიებაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა უწყების პრიორიტეტები და სააგენტოს განვითარების ძირითადი მიმართულებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, სამომავლო გეგმებს შორისაა ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა, დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერება, ინფრასტრუქტურული განახლება და ბენეფიციარების საჭირო სერვისებით უზრუნველყოფა.