ჟან მონეს საზაფხულო სკოლა ბსუ-ში

25 ივლისი 2023, 11:09 759 ნახვა

კონსტიტუციური დემოკრატია ევროპის კავშირში, ძირითადი გამოწვევები და საქართველო - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ჟან მონეს საზაფხულო სკოლა გაიხსნა. ოთხი დღის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის  30 სტუდენტი გაეცნობა  და იმსჯელებს იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეა.

ასევე რეფორმებზე, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით განახორციელა. საზაფხულო სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი,  ევროპული ინსტიტუტებისა და ღირებულებების შესახებ  მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაა. 

ჟან მონეს საზაფხულო სკოლა  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მესამე წელია  ჟან მონეს კათედრის  ორგანიზებით იმართება. საზაფხულო სკოლას ევროკავშირი აფინანსებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი