საბერძნეთის კუნძულ როდოსზე, ტყის ხანძრის გამო, 19 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ისინი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს.
ხანძარმა ყველაზე მეტად კუნძულის ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი დააზარალა. ცეცხლის ლოკალიზება ძლიერი ქარის გამო ვერ ხერხდება.
საბერძნეთში ტყის ხანძარს რამდენიმე დღეა ებრძვიან. ხანძარმა ათენის დასავლეთით მდებარე ტყეები გაანადგურა. მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მოსახლეობა ტემპერატურის მოსალოდნელი მატების შესახებ უკვე გააფრთხილა. მათივე ინფორმაციით, ტემპერატურის 45 გრადუსამდე ზრდა იყო მოსალოდნელი.