როდის შემოვა ქვეყანაში აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატი

23 ივლისი 2023, 18:15 684 ნახვა

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის მხრიდან არაკონსტრუქციულობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ სამუშაო პროცესი ნდობას კარგავს.

მშობლების ინფორმაციით, ორშაბათს ისინი ბრიფინგს გამართავენ და სახელმწიფოს მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შემოტანისთვის კონკრეტულ ვადას დაუსახელებენ.

აღნიშნავენ, რომ მედიკამენტის შემოტანის პროტოკოლი 15-დან 20-ივლისამდე უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა ის დღემდე არ დამტკიცებულა. პრეტენზიებს განცხადებით უპასუხეს ჯანდაცვის სამინისტროში.

უწყებაში ამბობენ, რომ პროტოკოლის პროექტი მზად არის, რომელიც ექსპერტიზისა და შეთანხმებისთვის გაიდლაინების ეროვნულ საბჭოს, რომელშიც მშობლებიც ირიცხებიან,  მიმდინარე წლის 27 ივნისს გაეგზავნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი