ტყის ხანძრის გამო საბერძნეთის კუნძულ როდოსზე მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ადგილზე ხანძარს მე-5 დღეა ებრძვიან.
ამ დროისთვის 30-ზე მეტი კერძო ნავით და სანაპირო დაცვის გემებით 2000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, მათ შორის არიან ტურისტებიც.
ადგილობრივი ხელისუფლება მიმდებარე სოფლებიდან მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს. ხანძრის ლოკალიზების პროცესს ძლიერი ქარი ართულებს.