ბათუმის სპორტული ცენტრის აუტისტური სპექტრის ბავშვები საცხენოსნო კლუბში იმყოფებდნენ. ბავშვებს ცხენებით ჯირითი შესთავაზეს.
სპორტულ ცენტრში აცხადებენ, რომ სპორტული სერვისებით სპეციალური საჭიროებების მქონე ასზე მეტი ბავშვი სარგებლობს. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ცხენებით სეირნობა და პერიოდულად ისინი მშობლებს საცხენოსნო კლუბში მიჰყავთ.
ინკლუზიური ჯგუფისთვის სამედიცინო, სოციალურ და სპორტულ მომსახურებას ბათუმის მერია აფინანსებს.