ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე პოლიტიკოსების შეფასებები დღესაც უცვლელია. ოპოზიცია ლობისტური კომპანიის დაქირავებაში პრობლემას ვერ ხედავს. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი ლობისტური კომპანიიის საქმიანობა გამჭვირვალეა.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ლობისტურმა კომპანიამ ევროპარლამენტარებისთვის რეზოლუცია მოამზადა, ამას პროპაგანდას უწოდებენ.
მმართველი გუნდის განცხადებით კი, ყველაფერი, რაც გაკეთდა თითქოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ იყო მიმართული.