აჭარის რეკლამა საერთაშორისო მედიაში

20 ივლისი 2023, 12:03 667 ნახვა

აჭარის რეკლამა საერთაშორისო მედიაში. ევრონიუსისა და დოიჩე ველეს შემდეგ აჭარის რეკლამას უკვე BBC–ის მილიონობით მაყურებელი ეცნობა.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, საიმიჯო რგოლი 190-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა და მასში აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტებია წარმოჩენილი.

გარდა სატელევიზიო რეკლამისა, BBC და ევრონიუსი ბათუმში მოგზაურობის შესახებ სიუჟეტებსაც მოამზადებენ.

წელს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ რეგიონის პოპულარიზაცია-რეკლამის მიზნით 7 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი