აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანია „აკერმანმა“ ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობა განახორციელა. მათ შორის, „სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სატელეფონო ზარები და ელექტრონული წერილები სამედიცინო ექსპერტებთან, ქართველ იურისტებთან და კონსულტანცებთან, ევროპარლამენტისთვის შეთავაზებული რეზოლუციის პროექტების მომზადება; სააკაშვილის სიტუაციის შესახებ სხვადასხვა სტატიის მომზადება; ამერიკელი სენატორების და სხვების დარწმუნების სტრატეგია საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გატარებაში.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ლობისტურ საქმიანობაში გადახდილია 96 ათას 393 დოლარი. თანხის გადამრიცხავებს შორის არიან გიული ალასანია, თემურ ალასანია და კომპანია „აკერმანი“.