საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გიორგი ამილახვარს უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრმა უმასპინძლა.
ორი ქვეყნის მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები პროფესიული განათლების მიმდინარე რეფორმის მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებებით მჭიდრო თანამშრომლობაზე, ერთობლივი აკადემიური პროგრამების, გაცვლითი პროექტების განხორციელების გზით.
საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების მიზნით მხარეები დაიწყებენ ინტენსიურ მუშაობას ორ ქვეყანას შორის, განათლების მიმართულებით ჩარჩო ხელშეკრულების გასაფორმებლად.