გამოფენა ხელოვნების მუზეუმში

17 ივლისი 2023, 20:08 1262 ნახვა

ქეთევან დავლიანიძის პერსონალური გამოფენა ბათუმში. ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში თბილისელი მხატვრის,  ბოლო წლების ნამუშევრებია წარმოდგენილი.  გამოფენის სახელწოდება „პაწია ოკეანეა“, რომელიც ხელოვანმა მწერალ ჯონ სტაინბეკის ბათუმში ყოფნისას წარმოთქმული შეფასებისგან აიღო. გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ნამუშევარი მათ შორის ზღვის ფერწერული პეიზაჟები. დამთვალიერებელს ნამუშევრების ნახვა 20 ივლისამდე შეეძლება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში