მე-12 იაპონურ-ხმელთაშუაზღვის ქვეყნების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენცია გამოყენებითი ელექტრომაგნიტურ ინჟინერიაში მაგნიტურ, ზეგამტარ, მრავალფუნქციურ და ნანო-მასალებს მიეძღვნა. აქტივობის მიზანია კონფერენციის მონაწილეებს შორის ინფორმაციის გაცვლა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ახალი იდეებისა და გამოგონებების ურთიერთგაზიარება გამოყენებით ელექტრომაგნეტიზმში. კონფერენცია დღეს დაიწყო და 20ივლისს დაიხურება.