„ნიუკასლი“ მზადაა კვარაცხელიაში 100 მლნ ევრო გადაიხადოს

17 ივლისი 2023, 11:44 494 ნახვა

ბრიტანული პრესა ხვიჩა კვარაცხელიას "ნიუკასლში" შესაძლო გადასვლაზე ისევ აქტიურად წერს. „დეილი მეილი“ იტყობინება, რომ ინგლისური გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე საასპარეზოდ სერიოზულად გადახალისდება და გაძლიერდება, კვარაცხელიას სანაცვლოდ ნეაპოლურ კლუბს 95 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც "ნიუკასლისთვის" სარეკორდო სატრანსფერო თანხაა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შესანიშნავი სეზონის შემდეგ კვარაცხელიამ მთელი ევროპის ყურადღება მიიპყრო, ნეაპოლელებმა შეთავაზებაზე არ უპასუხეს, რამეთუ მისი შენარჩუნება აქვთ გადაწყვეტილი.

"ნიუკასლი" მზადაა შეთავაზება გაზარდოს, ქართველში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში