მოძრაობის თეატრის საგასტროლო ტურნე

14 ივლისი 2023, 11:00 934 ნახვა

რეჟისორ კახა ბაკურაძის სპექტაკლი ,,ფაუსტი,’’ ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში იხილა მაყურებელმა . სპექტაკლში გამოყენებული იყო მიმოდრამის, ბუტოს სტილისა და საჰაერო აკრობატიკის ერთობლიობა. ენა - კი იყო არავერბალური. მოძრაობის თეატრმა საგასტროლო ტურნე დასავლეთში, გურიასა და აჭარაში 13 ივლისს დაიწყო.

მოძრაობის თეატრის საგასტროლო ტურნე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის ფარგლებში სახელწოდებით - ,,დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში - ფარგლებში მოეწყო.

სპექტაკლი ,,ფაუსტი” წარმოდგენილი იქნება ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზეც. მოძრაობის თეატრი ეწვევა ხულოსაც.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში