პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდების ელჩს დაემშვიდობა

10 ივლისი 2023, 19:54 667 ნახვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მააიკე ვან კოლდამთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში