ბათუმში სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მე-4 საერთაშორისო გამოფენა დაიხურა.
გამოფენაში 60-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სამედიცინო დაწესებულება მონაწილეობდა.
ღონისძიების მიზანი საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება იყო, რაც ორგანიზატორების განცხადებით უზრუნველყოფს ახალი კონტაქტების დამყარებასა და სამომავლო თანამშრომლობას.