მომდევნო კვირას ნატოს ვილნიუსის სამიტი იმართება, სადაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხის განხილვა იქნება. სწორედ ამ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ''ამერიკის ხმა'' დაინტერესდა რა პოზიცია აქვს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მაშინ, როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობს, რუსეთი საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს და ქვეყანაში რუსული პროპაგანდა განსაკუთრებით ძლიერდება.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა თქვა, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას და მთავრობას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. საკითხთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება საქართველოში.