ბათუმში სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მე-4 საერთაშორისო გამოფენის მეორე დღეა.
ღონისძიების'' მიზანი საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანებაა, რაც ორგანიზატორების განცხადებით უზრუნველყოფს ახალი კონტაქტების დამყარებასა და სამომავლო თანამშრომლობას.
გამოფენაში 60-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სამედიცინო დაწესებულება მონაწილეობს.