სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მე-4 საერთაშორისო გამოფენა ''ექსპო მედ ბათუმი'' გაიხსნა. მიზანი საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანებაა, რაც ორგანიზატორების განცხადებით უზრუნველყოფს ახალი კონტაქტების დამყარებასა და სამომავლო თანამშრომლობას.
გამოფენაზე წარმოდგენილია სამედიცინო აღჭურვილობა და ხელსაწყოები. გამოფენაში მონაწილეობს 60-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სამედიცინო დაწესებულება.
დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობა და მასტერკლასი. ჩატარდება სამედიცინო კონფერენცია. გაიმართება სისხლის დონაციის აქცია ‘’გაეცი სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე’’.