15 ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ძლიერი წყალდიდობის შედეგად ჩინეთის ჩუნცინის პროვინციაში.
ბოლო დღეების განმავლობაში რეგიონში რეკორდული რაოდენობის ნალექი მოვიდა - იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სინხუა, ხოლო ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი სტიქიის რეგიონში გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს.
ძლიერი წყალდიდობის შედეგად წყლით დაიფარა ქუჩები, დატბორილია შენობების პირველი სართულები.