ტურნირი ძიუდოში გოგონათა შორის

02 ივლისი 2023, 20:04 988 ნახვა

ხელვაჩაურის სპორტსკოლაში დასრულდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ნანი კირკიტაძის სახელობის ტურნირი ძიუდოში 2007-2009 წლებში დაბადებული გოგონათა შორის.

შეჯიბრება 13 წონით კატეგორიაში ჩატარდა და მასში საქართველოს ყველა რეგიონის 130-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

ერთ კვირაში ქართველი გოგონები თურქეთში გაემგზავრებიან, სადაც საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი