„ჩემი ოცნების კუნძული“ - ასე ჰქვია ლიტერატურულ კომპოზიციას, რომელიც ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში, ხაშურის მოზარდთა თეატრალურმა დასმა „აკვარიუმი“ წარმოადგინა.
სპექტაკლი პოეტ ინგა გოგიბერიძის წიგნის „თოვლის გამყიდველის“ მიხედვით ეკატერინე ბაქრაძემ დადგა.