პარიზის რამდენიმე გარეუბანში კომენდანტის საათი გამოცხადდა

30 ივნისი 2023, 17:42 990 ნახვა

საფრანგეთის დედაქალაქის რამდენიმე გარეუბანში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

კომენდანტის საათი 21:00-დან 6:00 საათამდე 3 ივლისამდე პარიზის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბან კლამარში იმოქმედებს.

„კლამარი არის უსაფრთხო და მშვიდი დასახლება. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, შევინარჩუნოთ ის ასეთად“, - ნათქვამია დასახლების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენდანტი 22:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს სავინი-ლე-ტემპლში, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ შემოგარენში მდებარეობს. დღეს კი მარსელში 19:00 საათიდან მუშაობს შეწყვეტს ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასული ღამის არეულობების დროს საფრანგეთის მასშტაბით დაკავებულია 875 ადამიანი. საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ 27 ივნისს პარიზის გარეუბან ნანტერში პოლიციელმა 17 წლის ბიჭი მოკლა. დაკავებულია პოლიციის ოფიცერი, რომელმაც გასროლის შედეგად მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. 



 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი