ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შესწავლილი სათამაშოების უმეტესობა უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
სააგენტოს ანგარიშიდან ირკვევა, რომ შესწავლილი სათამაშოები ქიმიურად დაბინძურებულია, უფრო მეტიც, ამ სათამაშოებმა შესაძლოა ბავშვის დახრჩობა ან გაგუდვა გამოიწვიოს.
უფრო კონკრეტულად ბაზარზე არსებული რომელი სათამაშოები ვერ აკმაყოფილებს სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ დასაშვებ მიგრაციის ზღვარს და რა წერია ზედამხედველობის სააგენტოს დასკვნაში.