პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლითი სხდომა მაჭახელას ეროვნულ პარკში.
საინფორმაციო ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის წევრები გაეცნენ მაჭახელას ეროვნული პარკის საქმიანობას როგორც უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა/შენარჩუნების, ისე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით.
მოინახულეს მაჭახელას დაცული ლანდშაფტი, რომელიც გასულ წელს შეიქმნა და ხელს უწყობს ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შენარჩუნებას.