დღეს იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ბოლო გადამწყვეტი მეშვიდე შეხვედრა გაიმართება. მასპინძელი „მილანი“ თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიას“ შეხვდება. იტალიური გრანდების ფინალურ სერიაში ანგარიში 3:3-ია. ყველაფერს კი მე-7 თამაში გადაწყვეტს, რომელიც თბილისის დროით 22:30 საათზე მილანში დაიწყება. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ოქროს მედლებისთვის ასევე ეს გუნდები იბრძოდნენ და მილანმა 4:2 მოიგო. თუკი გამარჯვება ისევ მილანელებს დარჩათ, ისინი საიუბილეო 30-ე ჩემპიონობას გაიფორმებენ, ხოლო ბოლონიელებს შანსი აქვთ, მე-17 ტიტული მოიპოვონ.