ჯუმბერ ვარდმანიძე აჭარის განათლების მინისტრის მრჩევლის პოზიციიდან გაათავისუფლეს

22 ივნისი 2023, 16:44 834 ნახვა

ჯუმბერ ვარდმანიძე აჭარის განათლების მინისტრის მრჩევლის პოზიციიდან გათავისუფლებულია. აჭარის მაუწყებელს ფაქტი განათლების სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა გადაწყვეტილების მიზეზებზე უწყებაში არ საუბრობენ.

თავად ჯუმბერ ვარდმანიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ვარდმანიძე განათლების სამინისტროში პოსტს 2022 წლიდან იკავებდა. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე 2017-2021 წლებში ვარდმანიძე ხელვაჩაურის მერი იყო. მისი მერობის დროს კი, პროკურატურის ინფორმაციით, „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორმა, ვლადიმერ მიქელაძემ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი მიითვისა. 

გამოძიების ინფორმაციით, "ხელვაჩაურის წყალი" პირდაპირ იყო სამართლებრივად ანგარიშვალდებული ჯუმბერ ვარდმანიძესთან.

გუშინ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ხელვაჩაურის მერიაში “ნახევარი მილიონის მითვისების საქმეზე” სხდომა გაიმართა, სადაც ვარდმანიძემ აღნიშნა, რომ  აზარტული თამაშებით იყო დაკავებული და განაცხადა, რომ ნახევარი მილიონი ლარის ბიუჯეტიდან მითვისებაზე, მან პროკურატურიდან გაიგო.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში