უკრაინული ძალები სამხრეთის მიმართულებით წინ იწევენ - ზელენსკი

22 ივნისი 2023, 11:10 552 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა   საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა,  რომ შეიარაღებული ძალები ქვეყნის სამხრეთში  წინ მიიწევენ, ხოლო აღმოსავლეთში იგერიებენ რუსეთის თავდასხმებს. ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ  კონტრშეტევის შედეგად რვა სოფელი  დაიბრუნა, რაც შვიდი თვის განმავლობაში ბრძოლის ველზე პირველი მნიშვნელოვანი წინსვლა იყო. თუმცა გასული კვირის განმავლობაში  მხოლოდ ერთი სოფლის, პიატიხატკის გათავისუფლება შეძლო.  

უკრაინულ ძალებს ჯერჯერობით არ მიუღწევიათ მთავარ თავდაცვით ხაზებამდე, რომელიც რუსეთმა თვეების განმავლობაში  მოამზადა.

უკრაინამ გამოყო 12 ბრიგადა, თითოეული  ათასობით ჯარისკაცისგან შედგება და მათი უმეტესობა ჯერ არ ჩართულა ბრძოლაში. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ  უკრაინის კონტრშეტევაში შესვენება შეინიშნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი