გამოცდების საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა

20 ივნისი 2023, 14:30 514 ნახვა

გამოცდების მზადებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს საორგანიზაციო ჯგუფის სხდომაზე. შეხვედრაზე იმსჯელეს სამოქმედო გეგმასა და ამოცანებზე.

ამ კვირიდან შეფასებისა და ეროვნული ცენტრი 24 საგამოცდო ცენტრის ინვენტარით აღჭურვის პროცესს იწყებს, მიმდინარეობს  ვიდეოკამერების  მონტაჟი. წელს საგამოცდო ცენტრები 12  ქალაქში   იქნება. 

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის ჯამში 75 ათასზე მეტი მსურველია  დარეგისტრირებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში