საინფორმაციო შეხვედრა

19 ივნისი 2023, 10:55 322 ნახვა

დასრულდა ანტიკორუფციული სააგენტოს ორგანიზებით კორუფციის პრევენციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები.

გაიმართა პრეზენტაციები საჯარო სამსახურში კორუფციასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენციული ღონისძიებები, ინტერესთა შეუთავსებლობა, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება.

სემინარის მონაწილეები გაეცნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო სტატისტიკურ მონაცემებს, ასევე განიხილეს სააგენტოს მიერ გამოძიებული სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში