443 ხმით, 2-ის წინააღმდეგ, პოლონეთის სეიმმა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების რეზოლუცია მიიღო. მხარდაჭერა სეიმის თითქმის ყველა ფრაქციამ დააფიქსირა.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა საერთაშორისო სამართლის სასტიკი დარღვევა და საფრთხეა მსოფლიოსთვის. ასევე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება სარგებელს მოუტანს ალიანსს.
სეიმის მხარდაჭერილი რეზოლუციის მიხედვით, უკრაინა დღეს იცავს საერთო ღირებულებებს, ისეთებს როგორებიც არის სამართალზე დაფუძნებული დემოკრატია და წესრიგი.