ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას ვაპირებ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მის განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში. ვინ რას ამბობს სააკაშვილის დაბრუნებაზე, მთავარის ეთერს თემის დეტალებით ანი პირტახია უერთდება.