მანუჩარ მარკოიშვილი საფრანგეთის საკალათბურთო ლიგის ჩემპიონია. ქართველი მწვრთნელი მონაკოში საშა ობრადოვიჩის ასისტენტია. მათი გაწვრთნილი კლუბი ქვეყნის ჩემპიონი პირველად გახდა.
მონაკომ ფინალურ სერიაში ბულონს 3:0 სძლია. აღსანიშნავია, რომ მონაკომ რეგულარული სეზონიც პირველ ადგილზე დაასრულა.
რაც შეეხება პლეი-ოფებს, მონაკოს კალათბურთელებმა მეოთხედფინალურ, ნახევარფინალურ და ფინალურ სერიებში ყველა მატჩი მოიგეს.