პაკისტანს ძლიერი ციკლონი უახლოვდება 

13 ივნისი 2023, 10:01 535 ნახვა

პაკისტანის სამხრეთ სანაპიროზე ქარიშხლისთვის ემზადებიან, რომელიც მეტეოროლოგების თქმით, გაძლიერდა და  ძლიერ ციკლონად ჩამოყალიბდა. ქვეყანაში ბიპარჯოის სახელით ცნობილ ციკლონს 15 ივნისს დღის მეორე ნახევარში ელოდებიან. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მეთევზეები უკვე გააფრთხილა, დროებით აკრძალა თევჭერა და ნავები ზღვიდან გამოაყვანინა.

პაკისტანის მთავრობის განკარგულებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროდან 50 ათასამდე მაცხოვრებლის ევაკუაცია დაიწყო. სპეციალისტები შიშობენ, რომ პაკისტანის უდიდეს ქალაქ ყარაჩის ციკლონმა შესაძლოა  მოკლე დროში მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.

ციკლონი ასევე  ემუქრება მეზობელი ინდოეთის  დასავლეთ სანაპიროსაც.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი