ბსუ-ში საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში „იდეატორთა კლუბის“ პროექტების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე გამარჯვებული პროექტების ავტორები დაჯილდოვდნენ. პროექტის მიზანს საჯარო სკოლებში კლასგარეშე აქტივობების ხელშეწყობა წარმოადგენს.
ახალგაზრდებს უნივერსიტეტთან სკოლასთან და ბიზნესის სექტორთან თანამშრომლობით ბიზნეს იდეების დაგეგმვა - მომზადება ევალებათ.
პროექტში 9 მუნიციპალიტეტიდან 10 სკოლა მონაწილეობდა.