22 LR კალიბრიანი შაშხანით სროლაში დღეს ჩემპიონატი ჩატარდა. ტურნირი ბათუმში პირველად გაიმართა და მასში 20 მსროლელი მონაწილეობდა.
ტურნირის გამარჯვებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, გადაცემა ''ვემსახურები საქართველოს'' წამყვანი გიორგი წეროძე გახდა.
ქულათა რაოდენობით მეორე პოზიციაზე ნოდარ ფუტკარაძეა, მესამეზე კი პავლე ჯიმშელაძე გავიდა.
ორგანიზატორები მსგავს ტურნირს მომავალშიც გეგმავენ.