ოკუპანტმა ოდესას შეუტია - არის მსხვერპლი

10 ივნისი 2023, 12:00 631 ნახვა

ოკუპანტი უკრაინაზე თავდასხმებს აგრძელებს. ამჯერად რუსი სამხედროები ოდესას დაესხნენ თავს. გვიან  ღამით საცხოვრებელ სახლზე მიტანილი იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 2 ბავშვი და ორსული ქალია. უკრაინული სარდლობის ინფორმაციით მტრის მიერ ოდესის ცაზე გაშვებული 8 „კამიკაძე“ დრონი და რამდენიმე რაკეტა გაანადგურეს.

გასულ ღამეს ზაპოროჟიეს მიმართულებით ოკუპანტებმა სცადეს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და შეტევა ჯავშანკოლონით სცადეს, თუმცა გავრცელებული ცნობით უკრაინულმა არტილერიამ 2 ტანკი ადგილზე გაანადგურა, ოკუპანტების დარჩენილმა ნაწილმა კი უკან დაიხია. 29 წლის კაცი დაიღუპა ხარკოვის ოლქში დაბომბვის შედეგად.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ჯარების 90-მდე სამხედრო მოსამსახურემ ლუგანსკის რეგიონში საბრძოლო პოზიციები დატოვა და გაიქცნენ. რაც შეეხება ვითარებას კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის მტკიცებით, ამერიკულმა თანამგზავრებმა კაშხალზე მის ჩამონგრევამდე ცოტა ხნით ადრე აფეთქება დააფიქსირეს.

წყაროს ცნობით, ამერიკული დაზვერვა მომხდარში რუსეთის კვალს ხედავს, თუმცა მყარი მტკიცებულებები ჯერ არ აქვს. ოკუპანტებმა კი სტიქიის ადგილიდან 20 კილომეტრით უკან დაიხიეს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ მტერი ასეთ მძლავრ დარტყმას არ ელოდა. სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა პრეზიდენტმაც.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი