ვითარება უკრაინაში

09 ივნისი 2023, 20:04 613 ნახვა

ხერსონის ოლქიდან, რომელიც ჰესის აფეთქების შედეგად დაიტბორა 40 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუირებაა საჭირო. პრეზიდენტის განცხადებით ასობით ათას ადამიანს სასმელ წყალზე წვდომა შეეზღუდა. კაშხლის განადგურების შედეგად 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება, 4 კი დაიღუპა. მომხდარში რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს. კრემლის სპიკერის განცხადებით, უკრაინული მხარე ხელს უშლის ევაკუაციის პროცესს, ბარბაროსული დაბომბვის ავტორებიც სწორედ ისინი არიან. საპირწონედ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგური რუსულმა დივერსულმა ჯგუფმა ააფეთქა. გარდა ამისა, ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე საავადმყოფოზე, რის შედეგადაც დაიღუპა 2 და დაშავდა 2 ადამიანი. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გვიან ღამე მტერმა იერიში მიიტანა ქალაქ ჩერკასზეც, სადაც 8 ადამიანი დაიჭრა. უწყების ცნობით, მოსკოვმა უკრაინის ქალაქებზე იერიშები მას შემდეგ გააძლიერა, რაც კიევმა კონტრშეტევისთვის მზადება დაიწყო. ბახმუტი კვლავ ბრძოლის ველის ცხელ წერტილად რჩება, როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რუსეთის ფედერაცია კრებს რეზერვებს და ცდილობს დაკავებული პოზიციები შიეინარჩუნოს. ბახმუტის მიმართულებით კი უკრაინის მებრძოლებმა მტერს 1 კილომეტრზე მეტი მანძილით უკან დაახევინეს. აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით 11 შეტაკება მოხდა, დაიღუპა 120 რუსი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი