საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეების ვიზიტი საქართველოსადმი მხარდაჭერის ნათელი გამოვლინებაა. პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს პროგრესი სათანადოდ იქნება დაფასებული და წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭება.