ოკუპანტი ყველა ქმედებით ადასტურებს, რომ მისთვის სულერთია ვინ იქნება სამიზნე, ბავშვი თუ სამხედრო დანიშნულების ობიექტი. დნეპრში გვიან ღამით ოკუპანტმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა, გარდაცვლილია 2 წლის ბავშვი.
რუსეთი ყველაფრისთვის პასუხს აგებს, ყველა სისასტიკისთვის რომელიც უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ ჩაიდინა - ასე უკრაინის პრეზიდენტი დნეპრზე განხორციელებულ იერიშს გამოეხმაურა. ბახმუტი ისევ ცხელი წერტილია.
უკრაინული მხარის ცნობით რუსეთი ბახმუტის გარკვეულ ტერიტორიებზე კონტროლს კარგავს.