ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორების მისაღებად რეგიონი მზადაა. ზაფხულის სეზონზე აჭარაში 4 მილიონზე მეტ ტურისტს ელოდებიან.
სეზონი ბათუმში გუშინ ოფიციალურად გაიხნა. ფრანების შოუს, გამოფენა - გაყიდვების შემდეგ კონცერტი გაიმართა, რომელსაც გრანდიოზული ფოიერვერკი მოჰყვა.
კონცერტია დაგეგმილი დღესაც. მუსიკალური პროგრამა ანბანის კოშკის მიმდებარედ 18 საათის შემდეგ დაიწყება.
ადგილზეა მოწყობილი კვების ობიექტები და გასართობი სივრცე.