ოკუპანტის მორიგი სისასტიკე

04 ივნისი 2023, 14:18 353 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით დნეპრში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 წლის ბავშვი დაიღუპა. დაშავდა 22 ადამიანი.  დაბომბვის შედეგად დაზიანდა 10 კერძო სახლი, ავტომობილები, გაზსადენები, მაღაზიები. 

დნეპრზე  განხორციელებულ იერიშს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტიც, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით რუსეთი ყველაფრისთვის პასუხს აგებს, ყველა სისასტიკისთვის რომელიც უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ ჩაიდინა.

ზელენსკიმ ტერიტორიების დეოკუპაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული,  უკრაინა ტერიტორიებს ოკუპანტისგან ომით გაათავისუფლებს თუ მშვიდობიანად.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ დღეს მტერმა ირანული „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა. საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული უკრაინის დედაქალაქშიც.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში