სინგაპურში უსაფრთხოების რეგიონალური შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს. დღეს სამიტს 49 ქვეყნიდან 600-ზე მეტი დელეგატი დაესწრება, რომელთაც თავდაპირველად ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სიტყვით მიმართავს.
სინგაპურსა და ჩინეთს შორის ე.წ ცხელი ხაზის შექმნის შემდეგ, ეს პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება, რომელსაც ორი ქვეყნის ლიდერი დაესწრება.
ჩინეთის თავდაცვის მინისტრისა და სახალხო განმათავისუფლებელი არმიის გენერლისთვის ეს თავდაცვის მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი იქნება, სადაც მასპინძელი ქვეყნის მაღალჩინოსნებთან გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს განიხილავს. ფორუმი სინგაპურში 2-დან 4 ივნისის ჩათვლით გაიმართება.