ბავშვთა დღე უკრაინელი ბავშვებისთვის

01 ივნისი 2023, 19:47 568 ნახვა

ბავშვთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს უკრაინელმა ბავშვებმა ბათუმში. ევროპის მოედანზე უკრაინული დიასპორის მხარდაჭერით პატარებისთვის მოეწყო სხვადასხვა გასართობი აქტივობა ,მოეწყო ესტაფეტა, პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი სურვილისამებრ სხეულზე მოეხატათ სასურველი ნახატი და სიმბოლოები. მთელი დღის განმავლობაში ბავშვებს ტკბილეულით და ნუგბარით უმასპინძლდებოდნენ, დღის ბოლოს კი ბავშვებს საჩუქრები დაურიგდათ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში