1 დან 4 ივნისის ჩათვლით, ბათუმში, სტრატეგიული ანალიზის ცენტრი 4 დღიან ვორქშოპს გამართავს, რომლის ფარგლებშიც განხილული- ცვალებად გეოპოლიტიკურ კონტექსტში, საქართველოს უსაფრთხოების საკითხები იქნება სადაც იმსჯელებენ, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან გამომდინარე გაზრდილ საფრთხეებსა და ამ პროცესების პარალელურად, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. ვორქშოპი “ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში" პროექტის ფარგლებში ხორციელდება.პროექტი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით ხორციელდება.