პრემიერის გამოსვლა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე - პოლიტიკური შეფასებები

30 მაისი 2023, 14:50 598 ნახვა

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ პრემიერი საკუთარ განცხადებებში, უკრაინაში ომის დაწყებას, სრულად უკრაინის ნატოში ინტეგრაციის სურვილს აბრალებს.    

აღნიშნავენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ეს შეფასებები მიზნად ისახავს საზოგადოებაში განწყობის შეცვლას, ევროინტეგრაციასა და ნატოს წევრობასთან დაკავშირებით.  

მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ რუსეთმა უკრაინას ნატოში ინტეგრაციის სურვილი რომ არ აპატია, ეს არა ''ქართული ოცნებისა'' და ხელისუფლების მოსაზრებაა, არამედ ამაზე დასავლელი პარტნიორებიც ღიად საუბრობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი