ტოჩინოშინის ინტაი

27 მაისი 2023, 20:02 895 ნახვა

იუშო, მავაში, ოძეკი, იორიკირი უვატენაგე, დოჰიო და სხვა მრავალი იაპონური სიტყვა, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სრულად გაუგებარი იყო, თუმცა შემდეგ გამოჩნდა ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძე და ყველაფერი შეიცვალა, რამდენიმე წლის მანძილზე ქართველები მიჯაჭვული ვიყავით ტელეეკრანებთან და ზუსტად ვიცოდიღ როდის იმართებოდა წლის ექვსივე ბაშო და მთელი გულით ვგულშემატკივრობდით ლევანს, ევროპელისთვის არნახული და ლეგენდად ქცეული კარიერა დასრულებულია.

ახლა ქართველ ჩემპიონს შეუძლია ტრავმები მოიშუშოს, თუმცა მის მიერ ხელში აწეული იმპერატორის თასი, კაკურიუ თუ იჩინოჯო სამუდამოდ დარჩება გულშემატკივარის გონებაში.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი