დაპირისპირება პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის

27 მაისი 2023, 14:59 660 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლა ხელისუფლების გაკრიტიკებით დაიწყო.

ამჯერად ქვეყნის პრეზიდენტმა მმართველი პარტია პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულა, თქვა, რომ  მთავრობამ ფორუმზე არ დაიცვა წესები ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ადგილის გამოყოფის დროს. ის სიტყვით გამოსვლამდე ფეხზე იდგა და სწორედ ამ საკითხზე საუბრით დაიწყო მიმართვა. ისაუბრა გუშინდელ ღონისძიებაზეც თქვა, რომ პროტოკოლის მიხედვით  "არ შეიძლება,  26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს, შემდეგ კი  პრეზიდენტს.

პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში მოქალაქეობის მიღების გართულებულ პროცედურებზეც ისაუბრა, განაცხადა, რომ უცხოეთში დაბადებულ მოქალაქეს არ უნდა ვკითხოთ ვინ იყო შუშანიკის დედა. 

ზურაბიშვილის თქმით, მისი წვლილიცაა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში ორმაგი მოქალაქეობა არსებობს. პრეზიდენტის კრიტიკას - კრიტიკით უპასუხა  ქვეყნის პრემიერმა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი